
ახალი ამბები
ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა თბილისში 8-9 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა თბილისში 8–9 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთ–ერთი მთავარი საკითხი საქართველოსთვის ზამთრის პერიოდში შაჰ–დენიზის გაზსადენიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მოწოდება იქნება.
თბილისში ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა 30 ნოემბერს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს დაიგეგმა. ბაქოში ვიზიტის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისში გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გაირკვევა შაჰ–დენიზის გაზის განაწილების საკითხი.