skip to content
ახალი ამბები

„კომერსანტი“: მოსკოვმა ბაქო „ანტი-ქართულ ბლოკში“ შესვლაზე ვერ დაიყოლია

რუსეთის მცდელობები აზერბაიჯანი თავის „ანტი-ქართულ ბლოკში“ შეეყვანა შეიძლება წარუმატებლად ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც ბაქომ განაცხადა, რომ მან შესაძლოა შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს თავისი ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენის საშუალებით, იტყობინება რუსული გაზეთი „კომერსანტი“ 4 დეკემბერს.


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 დეკემბერს მთავრობას ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური შედეგების შეფასება დაავალა, მას შემდეგ რაც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ გაზის ღირებულებას აზერბაიჯანისთვის 230 აშშ დოლარამდე გაზრდის 1000 კუბურ მეტრზე.


აზერბაიჯანი ყოველწიულად 4,1 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს რუსული კომპანია „ტრანსნეფტის“ მიერ კონტროლირებადი ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენის საშუალებით. „კომერსანტის“ ცნობით, ამ საექსპორტო მარშრუტის გაუქმების თაობაზე აზერბაიჯანის შესაძლო გადაწყვეტილების შედეგად რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტი“ 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ყოველწრიულ სატრანზიტო შემოსავალს დაკარგავს. ბაქო-ნოვოროსიისკი კონკურენციას უწევს მთავარ რეგიონალურ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს.


ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული მედია იტყობინებოდა, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა აზერბაიჯანისგან არ მიეყიდა შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საქართველოსთვის.


„კომერსანტის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბაქო თითქოს ამ ზეწოლის ქვეშ მოექცა, ახლა, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი მზად არის რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის. „და სავარაუდოდ, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხეილ ფრადკოვის ვიზიტი აზერბაიჯანში [4 დეკემბერს] არც თუ ისე ადვილი იქნება“, – წერს გაზეთი.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button