skip to content
ახალი ამბები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთ-საქართველოს დაძაბულობაზე საუბრობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრანიკ მარგარიანმა 30 ნოემბერს რუსულ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევანს სურს იხილოს გაუმჯობესება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში.


„ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებული პრობლემების მოგვარების რესურსები ამოწურვიდან შორსაა… ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ პრობლემების სწრაფ მოგვარებაში, რადგანაც თანამშრომლობა რუსეთსა და საქართველოს შორის სტაბილურობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ჩვენს რეგიონში; ამის გარეშე ურთიერთხელსაყრელი რეგიონალური ეკონომიკური პროექტების განხორციელება ძნელი წარმოსადგენია“, – განაცხადა მარგარიანმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button