skip to content
ახალი ამბები

რუსი დიპლომატი დსთ-ზე საუბრობს

რუსეთს არ სურს, რომ საქართველოსთან არსებული დაძაბულობა დსთ-ს ფარგლებში გამართული ფორუმების განხილვის თემა გახდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი დენისოვმა “ინტერფაქსი“-სთვის და “ვრემია ნოვოსტეი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში , რომელიც 26 ნოემბერს გამოქვეყნდა.


“სხვადასხვა შეხვედრების დროს [დსთ-ს ფარგლებში] საქართველოს წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ყურადღების ფოკუსირება ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებზე მოახდინონ. მაგრამ რუსეთის და დსთ-დან ჩვენი პარტნიორების კონსტრუქციული და პრაგმატული პოზიცია გვეხმარება თავიდან ავიცილოთ დსთ-ს შიგნით ატმოსფეროს უადგილო დაძაბვა “, – განაცხადა დენისოვმა.


მან აღნიშნა, რომ მოსკოვი პატივს სცემს დასავლური სახელმწიფოების “კანონიერ ინტერესებს“ დსთ-ს სივრცეში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს რეგიონი რუსეთის საგარეო პოლიტიკის “პრიორიტეტია“ და “ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ ინტერესების დათმობას“.  


“ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს სივრცე შთამომავლობით გვერგო. ბრალდებები, რომ  რუსეთს რაღაც “იმპერიული ამბიციები“ გააჩნია უსაფუძვლოა. სხვათაშორის, მე არ მიმაჩნია, რომ დასავლეთთან კონფრონტაციისთვის ვართ განწირულნი. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ეს არის: უსაფრთხოების და სტაბულურობის გაძლიერება, ინტეგრაციული პროცესების შერწყმა“, – განაცხადა დენისოვმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს, რომ “გაყინული კონფლიქტები“ დსთ-ს სივრცეში ისევ “გალღვეს“. დენისოვმა აღნიშნა, რომ კონფლიქტების ზონებში განთავსებულ რუს სამშვიდობოებს ამ კუთხით “მნიშვნელოვან მისია“ აკისრიათ.


“და ჩვენ ამ მისიის განხორციელებას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, სანამ ეს საჭირო იქნება“, – დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button