ახალი ამბები

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში “ვარდების რევოლუციას“ აღნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო თბილისში 23 ნოემბერს რამდენიმე საათიანი ვიზიტით ჩამოვიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს “ვარდების რევოლუციის“ სამი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.


თბილისის აეროპორტიდან ვიქტორ იუშჩენკო სამების საკათედრო ტაძარში გაემგზავრა, სადაც მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟიშვილი ნიკოლოზი მონათლა.


ნათლობის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი და პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე მარეკ იურეკი, რომლებიც “ვარდების რევოლუციის“ აღსანიშნავად თბილისში 22 ნოემბერს ჩამოვიდნენ.


დღესვე იგეგმება უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებისა და პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის გამოსვლა  საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button