ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა. 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ისრაელის პრეზიდენტთან მოშე კაცავთან, ვიცე–პრემიერთან შიმონ პერესთან და ქნესეთის სპიკერთან დალია იციკთან გამართავს შეხვედრებს.


დღესვე პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში “ტრანზიტი – გლობალური ენერგია და პოლიტიკური ტენდენციები“.


ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდება ისრაელის ბიზნესწრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button