ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ჯავაში მომხდარ შეტაკებაში ჩეჩნები დაიღუპნენ

სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, ოსმა სამართალდამცავებმა 31 ოქტომბერს დილით ჯავის რაიონში მომხდარი შეტაკებისას ოთხი ჩეჩენი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს.


მანამდე სამხრეთ ოსეთის მხარე იტყობინებოდა, რომ ჯავაში ქართველ დივერსანტთა ჯგუფი იქნა ლიკვიდირებული.


რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ “როსია” გადასცა კადრები შეტაკების ადგილიდან, რომელშიც ჩანდნენ გარდაცვლილი ადამიანები, უცნობი ასაფეთქებელი ნივთიერებები, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და წიგნები, რომელსაც კომენტატორმა, ‘ვაჰაბისტური ლიტერატურა’ უწოდა. 


“ჩვენ ახლა ვცდილობთ დავადგინოთ ამ კრიმინალების ვინაობა“, – განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი დოლგოპოლოვმა რუსულ ტელეკომპანიას.


სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებს, რომ ჩეჩენი მებრძოლები ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ ჯავის რაიონში.


თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა ამ ინფორმაციას “დეზინფორმაცია” უწოდა.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში “წინასაარჩევნო ისტერიამ პიკს მიაღწია”, რამაც განაპირობა “ყალბი ინფორმაციის გავრცელება“.


სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება რეფერენდუმის და საპრეზიდენტი არჩევნების ჩატარებას 12 ნოემბერს გეგმავს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button