
ახალი ამბები
ბურჯანაძე ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობას “უკანონოს“ უწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთთან ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დღეს ოფიციალურად დაიწყო, “უკანონოა“.
ამჟამად, ცხინვალის რეგიონი გაზით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მარაგდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისს კონფლიქტური რეგიონების მიმართ ენერგო–სანქციები არასოდეს გამოუყენებია.
“მაშინაც კი, როცა უკიდურესი შეზღუდვები არსებობდა, კონფლიქტურ რეგიონებს გაზი და ელექტროენერგია არ შეწყვეტიათ და ეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.