
ახალი ამბები
ბათიაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი თვით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა ოპოზიციური პარტიის “წინ საქართველოს“ ერთ–ერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს.
ბათიაშვილს, რომელსაც სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 30 ივლისს შეუფარდა, ბრალი ედება კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერასა და დანაშაულის დაფარვაში.
ბათიაშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა.