შინაგან საქმეთა მინისტრს კოდორის ხეობაში ცეცხლი გაუხსნეს
ავტოკოლონას, რომელშიც ასევე შედიოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ავტომანქანა, 25 ოქტომბერს კოდორის ხეობაში ცეცხლი გაუხსნეს, ამის შესახებ შსს–ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხიზანიშვილის ინფორმაციით, ცეცხლი აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, “მძიმე ტექნიკის მეშვეობით” გახსნეს. მას ინციდენტის სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
“ცეცხლის გახსნა, ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქ [კოდორის ხეობაში] მოხდება წყალს ვერ დაასხამს მშვიდობის წიქვილზე, ჩვენ აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ და ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან“, – განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შოთა ხიზანიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)