ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ე.წ არჩევნებსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობა ეკრძალებათ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში მცხოვრებნი მონაწილეობას ვერ მიიღებენ 12 ნოემბერს დანიშნულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში, რადგან მათ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ აქვთ.


“ჩვენ მოვუწოდეთ ამ სოფლების მოსახლეობას მიეღოთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა… მაგრამ, სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თბილისიდან ისინი სრულიად სხვა მითითებებს იღებენ“, – იუწყება 25 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო ცესკო–ს თავმჯდომარის ბელა პლიევას სიტყვებზე დაყრდნობით.


პლიევას ინფორმაციით, ამომრჩველთა სიაში 33 ათასზე მეტი ადამიანია შესული, რომელთა გადამოწმების პროცესიც გრძელდება.  მათ შორის არიან ჩრდილოეთ ოსეთში კომპაქტურად მცხოვრები ლტოლვილებიც. მათთვის 12 ნოემბერს ვლადიკავკაზსა და სხვა ქალაქებში 6 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

Back to top button