ახალი ამბები

საქართველო რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა მოსკოვთან დიალოგის დაწყებაზე ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.


“ჩვენ რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ და ბუნებრივია ამ დიალოგის პროცესში ვეცდებით, რომ მივაღწიოთ ურთიერთხელსაყრელ შედეგს, რომელიც იქნება დაფუძნებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორის [რუსეთის] ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 19 ოქტომბერს.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს, რათა დავა “ორმხრივ ფორმატში“ მოაგვაროს. თუმცა ეს წინადადება რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არ გაიზიარეს. მათი თქმით, თბილისმა პირველ რიგში “მტრული ქმედებები“ უნდა შეწყვიტოს რუსეთის მიმართ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button