skip to content
ახალი ამბები

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოში რეფორმების პროგრესს აღნიშნავს

საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი 2007 წლის საკვალიფიკაციო ინდიკატორები გააუმჯობესა, ნათქვამია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.


საქართველო ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში აშშ-ს დახმარებას 295 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით 2005 წლიდან იღებს.


“საქართველომ განაგრძო რადიკალური ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება მას შემდეგაც კი, რაც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის კანდიდატად იქნა შერჩეული, ასევე პოლიტიკური უფლებების, სამოქალაქო თავისუფლებების და ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესება“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.


დაფინანსების მიმღები ქვეყნის განვითარების შესაფასებლად კორპორაცია 16 ინდიკატორს სამი ძირითადი მიმართულებით იყენებს: სამართლიანი მმართველობა; ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა; და ეკონომიკური თავისუფლება.


“ინდიკატორები ზუსტად ასახავენ ჩვენს მოლოდინს. საქართველო მუშაობს ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც ინდიკატორებით ფასდება, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება კორუფციასთან ბრძოლაში აღინიშნება, რაც საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული ნაბიჯების შედეგია”, – აცხადებს კოლინ ბაკლი, კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button