ახალი ამბები

საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი დააკავეს

ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწფო ფონდის ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე და ფონდის 4 თანამდებობის პირი 18 ოქტომბერს საღამოს დააკავა. დაკავებულია კიდევ ორი პიროვნება.


ზაზა სოფრომაძეს ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანარჩენებს კი ამ ბრალდებასთან ერთად წარედგინებათ ქრთამის აღების ბრალდებაც.


გენერალური პროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაზა სოფრომაძის მიმართ გამოძიება იშუამდგომლებს სასამართლოსთან აღმკვეთი ღოინისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.


კობერიძის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე მითვისებული თანხის ოდენობა 570 ათას ლარს შეადგენს.


კახა კობერიძის თქმით, გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობდა ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის სოციალური დაზღვევის ფონდი.


ერთობლივ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ სოცდაზღვევის ფონდში ფინანსური მაქინაციების და კორუფციული ფაქტების შესახებ ეჭვი ჯერ კიდევ 2005 წელს “საჯაროდ“ გამოთქვა.


“ეჭვი იმის შესახებ, რომ ფონდის ხელმძღვანელობა ჩარეული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, ფინანსური პოლიციის დახმარებით უკვე გამყარდა მტკიცებულებებით“, – განაცხადა ლადო ჭიპაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button