
ახალი ამბები
27 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს
დღეს დილით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დაიწყო აბაშის საარჩევნო ოლქში და ლიახვის ოთხ საარჩევნო უბანზე, გარდაბნის ორ უბანზე, დუშეთისა და ახმეტის თითო-თითო საარჩევნო უბნებზე.
საარჩევნო პროცესს აკვირდება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.
განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონდარღვევების გამო აბაშის ოლქსა და სხვა ოლქების, მათ შორის ცხინვალის რეგიონის, 8 საარჩევნო უბანზე 5 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.