ახალი ამბები

მოსკოვის მერი ცხინვალის რეგიონში მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

მოსკოვის მერიამ დღეს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გამოაგზავნა, რომლის საერთო ღირებულებაც 20 მლნ რუსულ რუბლს (დაახლოებით 715 ათას დოლარს) შეადგენს, იუწყება “იტარ–ტასსი“.


“ეს ჰუმანიტარული დახმარება არის სიმბოლო რუსეთის დახმარებისა სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომელსაც სურს იცხოვროს დამოუკიდებლად და არ დაემორჩილოს მათ, ვინც ადრე ჩადიოდა გენოციდს ამ ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ტვირთის გამოგზავნის ცერემონიალზე.


თვითგამოცხადებული  სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი მიესალმა მოსკოვის ჰუმანიტარულ აქციას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button