ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთში გაემგზავრა

7-9 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრაღას ესტუმრება, სადაც გლობალიზაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ნინო ბურჯანაძე ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაირა ვიკე ფრაიბერგას, ასევე რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ირინა ხაკამადას და ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს შეხვდება.

 

Back to top button