ახალი ამბები

ცესკო–მ თბილისის საკრებულოს არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

მმართველმა პარტიამ ხმების 66% მიიღო თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში, რომელსაც ხმების 11,9%–ით მოსდევს რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 6 ოქტომბერს დედაქალაქში ხმების 92%–ის დათვლის შედეგად.


4%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს ასევე ლეიბორისტული პარტიამ – 10,7% და მრეწველებმა – 6.4%. სალომე ზურაბიშვილის პარტია “საქართველოს გზა” კი 2,9%–ით საკრებულოში ვერ მოხვდება წინასწარი მონაცემების მიხედვით.


ცესკო–ს ცნობით, თბილისში ამომრჩეველთა 34,6%–იანი აქტივობა დაფიქსირდა.


ცესკო–ს თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები უმნიშვნელო ხასიათის იყო, “რომელიც შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული წესით ჩატარდა. თბილისის ათი ოლქიდან ხუთი სამმანდატიანი,  დანარჩენი ხუთი კი – ორმანდატიანია.


წინასწარი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მმართველი პარტია 37 ადგილიან საკრებულოში 25–ვე მაჟორიტარულ მანდატს მოიპოვებს.


დარჩენილი 12 ადგილი კი პროპორციულად გადანაწილდება ნაციონალურ მოძრაობაზე, რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკზე, ლეიბორისტებზე და მრეწველებზე, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით, 4%–იანი ბარიერი გადალახეს.


თბილისში ოლქების მიხედვით პარტიათა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:


სამმანდატიანი ოლქები:


1.      საბურთალო
• ნაციონალური მოძრაობა – 57,9%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 17,1%
• ლეიბორისტული პარტია – 10,7%
• მრეწველები – 8.1%
• საქართველოს გზა – 4,4%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


2.      ისანი
• ნაციონალური მოძრაობა – 71,7%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 10,1
• ლეიბორისტული პარტია – 10,3
• მრეწველები – 4,2%
• საქართველოს გზა – 1,9%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია



3.      სამგორი
• ნაციონალური მოძრაობა – 73,5%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 8,4%
• ლეიბორისტული პარტია – 9,9%
• მრეწველები – 3,6%
• საქართველოს გზა – 1,7%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია – 0,2%


4.      ნაძალადევი 
• ნაციონალური მოძრაობა  – 67,5%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 11,3%
• ლეიბორისტული პარტია –12,7%
• მრეწველები  – 4,5%
• საქართველოს გზა – 2,2%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


5.      გლდანი 
• ნაციონალური მოძრაობა – 68,8%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 14,1%
• ლეიბორისტული პარტია  – 10,5%
• მრეწველები – 3,2%
• საქართველოს გზა – 1,5%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


ორმანდატიანი ოლქები:


1. მთაწმინდა 
• ნაციონალური მოძრაობა – 58,7%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი  – 12,4%
• ლეიბორისტული პარტია – 10,9%
• მრეწველები – 10,5%
• საქართველოს გზა – 5,3%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


2. ვაკე 
• ნაციონალური მოძრაობა – 59,4%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 13,1%
• ლეიბორისტული პარტია – 9,4%
• მრეწველები – 12,7%
• საქართველოს გზა – 4,6%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


3. კრწანისი 
• ნაციონალური მოძრაობა – 77%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 5,7%
• ლეიბორისტული პარტია – 8,4%
• მრეწველები – 5,1%
• საქართველოს გზა – 1,6%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


4. ჩუღურეთი
• ნაციონალური მოძრაობა – 64,3%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 10,9%
• ლეიბორისტული პარტია – 12, 7%
• მრეწველები – 6,9%
• საქართველოს გზა – 3,1%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


5. დიდუბე
• ნაციონალური მოძრაობა – 60,8%
• რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი – 14,7%
• ლეიბორისტული პარტია – 11,3%
• მრეწველები – 6,1%
• საქართველოს გზა – 3,3%
• ეროვნული იდეოლოგიის პარტია


ათივე ოლქში მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდა სისტემით, სადაც მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტია იგებს არჩევნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button