ახალი ამბები

შამბა: გალის და კოდორის მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვეწინააღმდეგებით

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, სოხუმი არ ეწინააღმდეგება გალის რაიონსა და ზემო კოდორის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის მონაწილეობას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.


“ჩვენ მათ ჯერ არ ვუკრძალავთ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხი არ არის დარეგულირებული. უახლოეს მომავალში მათ უნდა გადაწყვიტონ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან“, – იუწყება “აფსნიპრესი“ შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


ამავდროულად, გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია აცხადებს, რომ ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე “დიდი გამოცოცხლება არ იგრძნობა“, თუმცა აქვე დასძენს, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული.


გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უწევთ, ხოლო ზემო აფხაზეთის/კოდორის ხეობის მოსახლეობა საქართველოს ერთიანი საარჩევნო სივრცის ფარგლებში  წელს პირველად ირჩევს საკრებულოს.


 

Back to top button