skip to content
ახალი ამბები

ლავროვმა და გუხტმა საქართველოზე ისაუბრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 ოქტომბერს სატელეფონო საუბარში მადლობა გადაუხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კარელ დე გუხტს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული რუსი ოფიცრების “უპირობო“ გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სატელეფონო საუბარში ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესება სრულად არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა სააკაშვილის რეჟიმი, “რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს თავისი ანტირუსული კურსის კარდინალურად შესაცვლელად, რათა მიაღწიოს ძვრას რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისაკენ“.


“შესაბამისად ამ ურთიერთობების გამოსწორების ინტერესში ეუთოს ან ნებისმიერი სხვა მხრიდან “შუამავლობის“ არანაირი საჭიროება არ არსებობს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება ლავროვზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button