
ახალი ამბები
ივანოვი: რუსეთი არ შეაჩერებს წვრთნებს შავ ზღვაზე
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიუხედავად თბილისის მოთხოვნისა, რუსეთი არ შეაჩერებს სამხედრო–საზღვაო წვრთვნებს შავ ზღვაზე, იუწყება “ინტერფაქსი“.
“ვერავინ ვერ მოესწრება, რომ ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ სააკაშვილის რეჟიმის თითოეულ დაცემინებაზე და შევიცვლით გეგმებს“, – განაცხადა ივანოვმა.
მისი თქმით, წვრთნები ნახევარი წლის წინ დაიგეგმა.
გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ 3 ოქტომბერს ნიუ–იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო წვრთნები შავ ზღვაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას. უფრო ადრე ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს ძალის დემონსტრირებისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა.