
ახალი ამბები
ივანოვი: რუსეთმა შესაძლოა დააჩქაროს ბაზების გაყვანის პროცესი
რუსეთმა შესაძლოა დააჩქაროს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი, იუწყებიან რუსული სააგენტოები რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
“ამ ჯარებს ჩვენ ერთმნიშვნელოვანია, რომ არ გავზრდით. პირიქით, გრაფიკით, ანდა შეიძლება დაჩქარებულ რეჟიმშიც განვახორციელოთ ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა 4 ოქტომბერს სერგეი ივანოვმა.
მისი თქმით, ეს უკავშირდება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც რუსი სამხედროები იმყოფებიან.
არსებული შეთანხმების თანახმად რუსულმა სამხედრო ბაზებმა საქართველო 2008 წელს სრულად უნდა დატოვონ.