skip to content
ახალი ამბები

რუსი უფლებადამცველები გმობენ საქართველოს წინააღმდეგ ემბარგოს

რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა ჯგუფმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს”ანტიქართული ისტერია“ და “ომის ატმოსფეროს შექმნა“, იტყობინება რუსული ინტერნეტ ჟურნალი Grani.ru 3 ოქტომბერს.


ღია წერილში, რომელსაც ცნობილი რუსი უფლებადამცველები, მათ შორის ლუდმილა ალექსეევა, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე; ლევ პონომარიოვი ორგანიზაციიდან “ადამიანის უფლებებისთვის“ და ელენა ბონერი აწერენ ხელს ნათქვამია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ემბარგოს დაწესების თაობაზე მოსახლეობის ყველა უმწეო ფენას შეეხება და ეს ნაბიჯი “კოლექტიური დასჯის“ ყველაზე ნათელი ნიშანია.


“მოვუწოდებთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას გამოუცხადოს მორალური ბოიკოტი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ სიძულვილს თესენ. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და საზოგადოებას ღიად დაგმოს ბლოკადა და ომისათვის მზადება საქართველოს წინააღმდეგ“, –  ნათქვამია ღია წერილში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button