ახალი ამბები

რუსეთის სათათბირო ბაზებზე ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს განიხილავს

რუსეთის სათათბირო 6 ოქტომბერს განიხილავს “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ” ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს.


ეს საკითხი რუსმა დეპუტატებმა დღის წესრიგში დღეს შეიტანეს. ამის შესახებ “ინტერფაქსს“ სათათბიროს ვიცე–სპიკერმა სერგეი ბაბურინმა აცნობა და აქვე ეჭვი გამოთქვა, რომ სათათბირომ შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს რატიფიცირებას.


თუმცა პრეზიდენტმა პუტინმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიუხედავად თბილისის ანტირუსული პოლიტიკისა, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესი გაგრძელდება.


საქართველოს პარლამენტმა ბაზებზე რუსეთთან 31 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირება აპრილში მოახდინა. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ “შეთანხმება დროებით გამოიყენება მანამ, სანამ მისი რატიფიცირება არ მოხდება”. 


 

Back to top button