We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

რუსეთის სათათბირო საქართველოზე განცხადების მიიღებას გეგმავს

რუსეთის სათათბიროს სპიკერის ბორის გრიზლოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მოსკოვს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრები გადასცა, სათათბირო 4 ოქტომბერს მაინც იმსჯელებს საქართველოსთან ურთიერთობებზე და შესაბამის განცხადებას მიიღებს.


“იმიტომ, რომ სიტუაცია, სამწუხაროდ, იძაბება სააკაშვილის რეჟიმთან და სახელმწიფო სათათბირო საჭიროდ თვლის ამაზე რეაგირებას“, – განუცხადა გრიზლოვმა 3 ოტომბერს ჟურნალისტებს.


მისი თქმით, იგი “დიდი პატივისცემით” ეპყრობა ქართველ ხალხს, “მაგრამ ქართველმა ხალხმა თავად უნდა აირჩიოს ის, ვინც მათ უნდა უხელმძღვანელოს. ის სანქციები, რომელიც [რუსეთის] აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შემოიღო, მიმართულია სააკაშვილის რეჟიმის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“. 


 

Back to top button