ახალი ამბები

გუხტი თბილისსა და ცხინვალს მაღალი დონის შეხვედრისკენ მოუწოდებს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს “მაღალი დონის“ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.


თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გუხტმა განაცხადა, რომ 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფერენდუმი “კონტრპროდუქტიული“ იქნება.


“მოვუწოდებ მხარეებს მაღალი დონის შეხვედრისკენ ეუთოს თავმჯდომარეობის პატრონაჟით და მიველსამები ქართული მხარის ნებას დაესწროს ამგვარ შეხვედრას, რომლის ფორმატიც ჯერ კიდევ დასადგენია“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა.


“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განზრახვა რეფერენდუმის გამართვის თაობაზე კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია. მას არ აღიარებს არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ეუთო. ის სამშვიდობო პროცესს შეაფერხებს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button