ახალი ამბები

რუსი ოფიცრების წინასწარი პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

რუსი ოფიცრების დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ რუს ოფიცერს 29 სექტემბერს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.


სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახური საქმის განხილვის სავარუდო თარიღად 3 ოქტომბერს ასახელებს.


სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსულმა მხარემ მხოლოდ ერთ ეჭვმიტანილს ალექსანდრე სავვას დაუქირავა ადვოკატი, რომელიც საქმის მასალების გაცნობას დღეიდან დაიწყებს. წინასწარ პატიმრობაში მყოფ დანარჩენ რუს ოფიცრებს კი კვლავ სახაზინო ადვოკატები იცავენ.

Back to top button