skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყება რუსეთის მიერ სეპარატისტი ლიდერების წაქეზებაზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ქმედება სოჭში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერების მოწვევის თაობაზე იმის ნიშანია, რომ მოსკოვი სეპარატიზმს უჭერს მხარს.


აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა, სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა, 29 სექტემბერს მონაწილეობა მიიღეს ფორუმში “სამხრეთ რუსეთის ეკონომიკური განვითარება“, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მასპინძლობდა.


“რუსეთის მხრიდან სეპარატიზმის მსგავსი დემონსტრატიული მხარდაჭერა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში რუსეთის ფედერაცია არ არის და ვერ იქნება ნეიტრალური და მიუკერძოებელი შუამავალი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს არსებული მოლაპარაკებათა ფორმატის და სამშვიდობო ოპერაციის დაუყოვნებლივი შეცვლის აუცილებლობას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button