skip to content
ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე მოსკოვსა და თბილისს დაძაბულობის მოგვარებაში დახმარებას სთავაზობს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას ჰქონდა საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილთან და ასევე რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან და მზადყოფნა გამოხატა დახმარებოდა მხარეებს ჯაშუშობის გარშემო ატეხილი სკანდალის მოგვარებაში.


“მოვუწოდებ მხარეებს დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, გამართონ პირდაპირი დიალოგი და მოძებნონ სწრაფი მოგვარების გზა. მე კვლავაც განვაგრძობ კონტაქტებს შესაბამის მხარეებთან და ვიმუშავებ ამ კუთხით“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ იგი მზად არის დაუყოვნებლივ გაემგზავროს რეგიონში, თუ მისი ვიზიტი რაიმე წინსვლას შეუწყობს ხელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button