ახალი ამბები

თბილისი ცდილობს მოლაპარაკებებში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ჩართოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ იმ უცხოელ დიპლომატებს, რომლებიც მოლაპარაკებებისთვის სოხუმში გაემგზავრებიან, კოდორის ხეობაში განთავსებულ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასთანაც მოუწევთ შეხვედრა.


“ჩვენ ვაცნობეთ უცხოელ დიპლომატებს, რომ სოხუმში ვიზიტის შემდეგ  მათ მოუწევთ ჩხალთაში გამგზავრება [სოფელი კოდორის ხეობაში, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა განთავსდება]… ეს მარშრუტი პროტოკოლში შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია უაღრესად განათლებული ადამიანია, იცის უცხო ენები და შეუძლია უცხოელ დიპლომატებთან მოლაპარაკებების წარმოება.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 27 სექტემბერს “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ სოხუმს მოუწევს თბილისთან მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვა, თუ უცხოელი დიპლომატები კოდორში გაემგზავრებიან და “მარიონეტულ მთავრობასთან“ მოლაპარაკებებს გამართავენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button