ახალი ამბები
ცსკ: ამომრჩეველთა სიები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ცესკო-მ შეძლო ბოლო წლების განმავლობაში ამომრჩეველთა “ყველაზე ზუსტი“ სიის შედგენა.
“მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიებში ცდომილება მერყეობს 2-დან 8%-მდე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამომრჩეველთა საბოლოო სიები ყველა უბანში “რამდენიმე დღეში“ გამოიკვრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)