ახალი ამბები

აშშ–მ და საქართველომ SSOP 2–ს მოაწერეს ხელი

დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების“ მე-2 პროგრამას (SSOP 2), იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინიტრო.


ამ მიზნით საქართველოს 18 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ს ევროპული სარდლობის 5 კაციანი დელეგაცია ეწვია, სარდლის მოადგილის გენერალ უილიამ უარდის ხელმძღვანელობით.


მემორანდუმი ერთი წლის განმავლობაში მე–3 მსუბუქი ბრიგადის “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების“ პროგრამით წვრთნას ითვალისწინებს, რაზეც 40 მილიონი დოლარია გამოყოფილი.


“ეს მხოლოდ მომზადების პროცესს გულისხმობს. აღჭურვას მთლიანად ქართული მხარე უზრუნველყოფს. წინა პროგრამებში წვრთნაც და აღჭურვაც იყო ამერიკული მხარის, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა თვითონ აღვჭურვოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები“,  – განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენშტაბის ხელმძღვანელმა ლევან ნიკოლეიშვილმა.


ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ასევე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button