skip to content
ახალი ამბები

ივანოვი: კონფლიქტების დარეგულირება სულ უფრო რთულდება

რუსეთის ვიცე–პრემიერმა, თავდაცვის მინიტრმა სერგეი ივანოვმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების პოლიტიკურ მოგვარებაში დაინტერესებული არ არის.


“მოლაპარაკებების და სამშვიდობო მექანიზმები დიდი ხანია რაც შექმნილია. საჭიროა, რომ არ დაირღვეს ის შეთანხმებები, რაც ადრეა მიღწეული, მაგრამ, რადგანაც ისინი მუდმივად ირღვევა, ეს ზრდის კონფლიქტის გრადუსს და მისი დარეგულირება სულ უფრო რთული ხდება“, – განაცხადა სერგეი ივანოვმა.


მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თბილისი მოითხოვს კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას, მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან კოორდინირებულად იმოქმედებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button