skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დღე დანიშნა

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა 2006 წლის 12 ნოემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს გამართავს. ამავე დღეს იგეგმება საპრეზიდენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ რეგიონში.   


რეფერენდუმზე მოსახლეობას შემდეგ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: “თანახმა ხართ თუ არა, რომ შენარჩუნდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ახლანდელი სტატუსი და რომ ის იყოს აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ?“


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს განაცხადა, “რეფერენდუმების ჩატარებას და მათ სავარუდო შედეგებს, არანაირი ლეგიტიმური და კანონიერი ძალა არ ექნება”. რეფერენდუმთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონის გეგმები მიზნად ისახავს “დაძაბულობის მიზანმიმართულ ზრდას და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას“, რაც “სამშვიდობო პროცესის ჩაშლას გამოიწვევს“, აცხადებს საგარეო უწყება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button