skip to content
ახალი ამბები

არჩევნები 5 ოქტომბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 5 ოქტომბერს ჩატარდება; შესაბამის განკარგულებას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი 26 აგვისტოს მოაწერა, იტყობინება პრეს-რელიზი რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 27 აგვისტოს საღამოს დაიდო.


”საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ და სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს 2006 წლის 5 ოქტომბერს. ეს იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები, როდესაც ყველა რაიონის და ქალაქის მოსახლეობა თავად აირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.


საქართველოს ხელისუფლება არჩევნებზე იწვევს დიდი რაოდენობით უცხოელ დამკვირვებელს და ”საქართველოს საზოგადოებას აქტიურობისაკენ მოუწოდებს, რათა არჩევნები მაქსიმალურად გამჭირვალე და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდეს.”


აქამდე ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივი არჩევნების ორი სხვადასხვა მიახლოებული თარიღი დაასახელს, თუმცა 5 ოქტომბერი საბოლოო თარიღი იქნება, რადგან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა.


აგვისტოს დასაწყისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ განაცხადა რომ არჩევნები დეკემბრის დასაწყისში ჩატარდებოდა. აპრილში კი პრეზიდენტმა განაცხადა რომ არჩევნებს ნოემბრისთვის ჩაატარებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button