ახალი ამბები

შამბა ამერიკელი სენატორის განცხადებას პოპულისტურს უწოდებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ „პოპულისტური“ უწოდა აშშ-ს სენატორის რიჩარდ ლუგარის განცხადებას, რომ რუსი სამშვიდობოები არ უნდა იყვნენ კონფლიქტის ზონებში, იუწყება „აფსნიპრესი“ 24 აგვისტოს.
 
„ლუგარს შეუძლია ილაპარაკოს რაც სურს, მაგრამ არის დოკუმენტები და არის პროცედურები რომლის შესახებაც სენატორს როგორც ჩანს წარმოადგენა არ გააჩნია… მსგავსი განცხადებები პოპულისტურ ხასიათს ატარებს და მასზე რეაგირება არ ღირს“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button