skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდნეტმა საჩხერეში ახალი სამთო საწვრთნელი ბაზა გახსნა

საქართველოს პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პატარა არმია ჰყავს, მაგრამ „გვყავს არმია რომელიც არის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე გაწვრთნილი, ყველაზე მომზადებული და ყველაზე მოტივირებული“.


მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება საჩხერეში ახალი სამთო საწვრთნელი ბაზის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა. ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი და  საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიულ საკითხებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟან დე პონტონ დამეკური.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოში სამთო საწვრთნელი ბაზის გახსნა.


ამჟამად, საჩხერის სამთო სკოლაში ფრანგი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ამზადებენ სამთო სფეროში ქართველ ინსტრუქტორებს. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გადიან მომზადებას სამთო სფეროში საფრანგეთში.


„დღეს მნიშვნელოვანი დღეა.  დღეს ეხლა ჩვენ ვხსნით ახალ ბაზას აქ საჩხერეში, რომელიც არის ყველაზე თანამედროვე ევროპული სტანდარტებით მოწყობილი… ჩვენ გვაქვს უკვე სენაკის ბაზა, რომელიც არის ყოფილ საბჭოთა კავშირში  და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე თანამედროვე, ყველაზე კეთილმოწყობილი, ყველაზე შთამბეჭდავი… მომავალი წლის 26 მაისისთვის ჩვენ გავხსნით კიდევ ერთ ძალიან დიდ ბაზას გორში, რომელიც იქნება მოწყობილი ისე როგორც ეს ეკადრება საქართველოს, ევროპას და მომავალში ნატოს წევრ ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button