skip to content
ახალი ამბები

გალში გაეროს დამკვირვებლების ავტომანქანებს ცეცხლი გაუხსნეს

გალის რაიონში გაეროს დამკვირვებლების ორ ავტომანქანას უცნობმა პირებმა 17 აგვისტოს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყებიან ქართული და აფხაზური წყაროები.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადასტურებს მოხდა, თუმცა დეტალებს ვერ აკონკრეტებს.


საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვა, „სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, რომელიც სოფელ ნაბაკევთან მოხდა, არავინ დაშავებულა.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ „რია ნოვოსტისთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ  აფხაზი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ სროლები შესაძლოა საქართველოს ტერიტორიიდან შემოსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა განახორციელეს.


გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button