ახალი ამბები

კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გამოყვანა დაიწყო

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა ანატოლი ჩაბანმა 29 ივლისს განაცხადა, რომ საქართველომ კოდორის ხეობიდან თავისი ძალების გაყვანა დაიწყო, თუმცა გარკვეული ნაწილი კვლავ ხეობაში რჩება.


„გასულ ღამეს ჩვენ ვიხილეთ როგორ გავიდა 21 მანქანა [კოდორის ხეობიდან] ზუგდიდის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ გაყვანის პროცესი დაიწყო, თუმცა რადგანაც 112 სხვადასხვა ტიპის მანქანა კვლავ კოდორის ხეობაში რჩება, გაყვანის პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ჩაბანმა ჭუბურხინჯში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button