skip to content
ახალი ამბები

თარგამაძე კოდორში საფრთხის შემთხვევაში “დამანგრეველი დარტყმით“ იმუქრება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დაგმო სოხუმის წინააღმდეგობა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კოდორის ხეობაში განთავსების თაობაზე თბილისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მას “ისტერიკა“ უწოდა.


“კოდორის ხეობას დღეს აღარ აკონტროლებს მათ მიერ კონტროლირებადი კვიციანის ბანდა… თუ ხეობის მაცხოვრებლების უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება აფხაზების მხრიდან, თუ რაიმე დაემუქრება საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაწილს, მათ მიადგებათ დამანგრეველი დარტყმა. ეს არის ძალიან კატეგორიული განცხადება“, – განაცხადა თარგამაძემ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვეტილება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კოდორის ხეობაში განთავსების თაობაზე 27 ივლისს გააჟღერა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღდეგ ანტიკრიმინალური ოპერაცია დასრულდა.


28 ივლისს აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარს, მათ შორის დიპლომატიურს და ძალას, რათა თავიდან აიცილოს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კოდორში გადასვლა.


“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაძაბულობის გამწვავებისკენ. თუ ეს მოხდა, მცირე შანსი დარჩება, რომ ეს საკითხი დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ“, – განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ ტელეკომპანია “НТВ“-ს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button