ახალი ამბები

მერაბიშვილი: კვიციანი აფხაზეთში უნდა იყოს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფმა ემზარ კვიციანმა სავარაუდოდ აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა თავი.


“კვიციანი ამჟამად აფხაზეთში უნდა იყოს. ოპერატიოული ინფორმაციის თანახმად მან ზედა კოდორის ხეობა ორი დღის წინ დატოვა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის”, – განუცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ტელეფონის მეშვეობით 27 ივლისს.


ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ ORT-მ გადასცა ინტერვიუ ემზარ კვიციანთან. ტელეკომპანიის განცხადებით ინტერვიუ 27 ივლისს არის ჩაწერილი. კვიციანმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ კოდორის ხეობაში ჩეჩნები, არაბები და ამერიკელები იბრძვიან.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ეს ინტერვიუ სოხუმში უნდა იყოს ჩაწერილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button