ახალი ამბები

მესტიაში ქართული ჯარი განლაგდა

ქართული ტელეკომპანიების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამჟამად მესტიაში იმყოფებიან.   


გავრცელებული ინფორმაციით, მესტიაში ასევე განლაგდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ძალები.


ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების უარი ემზარ კვიციანთან მოლაპარაკებების გამართვაზე.

კვიციანმა, რომელიც კოდორის ხეობაში შეიარაღებულ ჯგუფს “მონადირეს“ მეთაურობს, საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა 22 ივლისს  გამოუცხადა.


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. ტელეკომპანია “იმედის“ ცნობით, სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს არ მისცეს საშუალება ადგილზე გადაეღოთ ვითარება, ხოლო უკვე გადაღებული ფირები ჩამოართვეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button