ახალი ამბები

ბურჯანაძე კვიციანის განცხადებებს გმობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 23 ივლისს “რუსთავი 2“–ის საკვირაო პროგრამა “P.S”-ში საუბრისას დაგმო ემზარ კვიციანის განცხადებები კოდორის ხეობის დაუმორჩილებლობის შესახებ და განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანს თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი სულთან სოსნალიევი და  რუს სამშვიდობოთა სარდალი სერგეი ჩაბანი სტუმრობდა.


ბურჯანაძის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვის მუქარანარევი განცხადებების ფონზე, კოდორის ხეობაში წარმოქმნილი დაძაბულობა  რუსეთის ინტერესებში შედის.

ნინო ბურჯანაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კვიციანის განცხადებები ქვეყნის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და “მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ კვიციანის აზრს კოდორის გმირი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იზიარებს“.


პარლამენტის თავმჯდომარემ 23 ივლისს იმედი გამოთქვა, რომ კოდორში პრობლემა ორ დღეში უკვე მოგვარებული იქნება.


მან საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხა ასევე სპეცოპერაციის ჩატარებაც ხეობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button