skip to content
ახალი ამბები

კადიროვი: საქართველოდან სამშვიდობოების გაყვანამ შესაძლოა კავკასიაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის რამზან კადიროვის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის გადაწყვეტილებამ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე შესაძლოა დაძაბოს სიტუაცია კავკასიაში.


“ასეთი გადაწყვეტილებები ნახევარ საათში მიიღება, მაგრამ მათი შედეგები წლები გრძელდება. ზუსტად რუსეთი წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს და ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორს ამ რეგიონში და ამ მექანიზმის ლიკვიდაცია გზას გაუხსნის დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციას და დესტაბილიზაციას მთლიანად კავკასიის რეგიონში“, – იუწყება 19 ივლისს “რია ნოვოსტი“ კადიროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, რუსეთის ჯარის გაყვანამ შესაძლოა “სამოქალაქო ომი გამოიწვიოს თავად საქართველოში“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button