skip to content
ახალი ამბები

კოფი ანანმა საქართველოში გაეროს მისიის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ იგი აპირებს ფრანგი დიპლომატი ჟან არნო საქართველოსში მის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნოს, იტყობინება გაეროს პრესსამსახური.


ჟან არნო საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ჰეიდი ტალიავინის შეცვლის.


ბოლოს დროს ჟან არნო მუშაობდა ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად და გაეროს მისიის ხელმძღვანელად.


ფრანგი დიპლომატი ასევე მსახურობდა სხვადასხვა ცხელ წერტილებში განთავსებულ გაეროს ოფისებში, მათ შორის გვატემალაში, სადაც ის იყო გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და ბურუნდიში, სადაც მას ანალოგიური თანამდებობა ეკავა.


იგი ასევე მსახურობდა პოლიტიკურ საქმეთა ოფიცრად ნამიბიაში 1989 წელს და პოლიტიკურ საქმეთა უფროს ოფიცრად ქაბულში 1990 წელს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button