skip to content
ახალი ამბები

გორში ახალი სამხედრო ბაზა 10 თვეში აშენდება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შიდა ქართლში, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარა ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას, რომელიც 2007 წლის 26 მაისს უნდა დასრულდეს. ბაზის მშენებლობისთვის დაახლოებით 30 მლნ ლარია გათვალისწინებული.


“ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე ბაზა არა მარტო რეგიონში და პოსტ–საბჭოთა სივრცეში, არამედ მთლიანად ევროპაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს 5 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილმა.


მისი ინფორმაციით,  ბაზაზე პირველი ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება.


“მტერმაც და მოყვარემაც უნდა დაინახოს საქართველოს სამხედრო სიძლიერე. ეს არის მთავარი პრინციპი, რატომაც შენდება აქ ბაზა“, – განაცხადა დღეს გენერალური შტაბის უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა.


თანამედროვე სტანდარტების სამხედრო ბაზა უკვე აშენდა სენაკში, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შარშან 19 ნოემბერს გახსნა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button