skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მეუღლემ თანამდებობა დატოვა

თბილსის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა ზურაბ ჩიკვილაძემ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის მეუღლეა, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.


ეს ინფორმაცია დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. მისი თქმით, ჩიკვილაძემ ეს გადაწყვეტილება “პირადი მოტივებით” მიიღო. 


გაზეთ “რეზონანსის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში საკრებულოს ლეიბორისტული ფრაქციის წევრი გიორგი გუგავა არ გამორიცხავს, რომ ჩიკვილაძის გადაწყვეტილება მის ყოფილ სამსახურში სამართალდამცავების მიერ ფინანსური მდგომარეობის შესწავლას უკავშირდებოდეს.


“როგორც ჩანს ჩიკვილაძეს მოვლენებისთვის დასწრება უნდა და ამით სურს თავის დაზღვევა… აშკარაა, რომ მაია ნადირაძეს და მის ოჯახურ კლანს არც თუ კარგად აქვს საქმე“, – წერს “რეზონანსი” გუგავას სიტყვებზე დაყრდნობით.


მაია ნადირაძისა და მისი მეუღლის ბიზნეს–ინტერესებზე პირველად საპარლამენტო ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი ალაპარაკდა და მას შემდეგ, რაც უარი მიიღო შესაბამისი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button