ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრის მოადგილე შეიარაღების ზრდაზე კომენტარს აკეთებს

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა კუდავამ დაადასტურა სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI)  ყოველწლიურ კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოში შეიარაღებაზე დაფინანსების ზრდის თაობაზე, რასაც “ჩვეული პროცესი“ უწოდა. 


SIPRI–ის თანახმად, საქართველოს დაფინანსება შეიარაღებაზე 143%-ით გაიზარდა და 2005 წელს 146 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით. 


“ამ ზრდაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტს, ისევე როგორც თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პარლამენტს და საზოგადოებას…ეს ყველაფერი ემსახურბა ნატოს სტანტარტებთან მიახლოებას და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, – განუცხადა 13 ივნისს მამუკა კუდავამ “სივილ ჯორჯიას“. 


მისი თქმით, წინა წლებში, 2003 წლის ჩათვლით, თავდაცვის ბიუჯეტი მწირი და “სასაცილო“ იყო.


“სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ კი გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმო დაფინანსების გაზრდას, რაც ნორმალური მოვლენაა და საამაყოა“, – დასძინა მან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button