
ახალი ამბები
გორში ნატოს სტანდარტებით ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, წელს გორში ახალი, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროში აცნობეს.
თანამედროვე ტიპის სამხედრო ბაზა უკვე აშენდა სენაკში, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შარშან 19 ნოემბერს გახსნა.
აღმოსავლეთ საქართველოში ანალოგიური ბაზის მშენებლობის დაწყების შესახებ პირველი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 15 მაისს სწორედ სენაკში გააკეთა.