ახალი ამბები

საქართველოს არმია დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს







ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედანზე
განლაგებული თვითმავალი არტილერია აღლუმში
მიიღებს მონაწილეობას.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში 13 000 ჯარისკაცი, 5 000 რეზერვისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 400 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.


აღლუმში, რომელიც თავისი მასშტაბით საქართველოს სინამდვილეში უდიდესი იქნება, ასევე მიიღებს მონაწილეობას სამხედრო ტექნიკა (გარდა ტანკებისა, რათა ახლად დაგებული გზები არ დაზიანდეს), ვერტმფრენები და მოიერიშე თვითმფინავები.


“ეს არის უძლიერესი ქართული არმიის პირველი აღლუმი… საქართველოს აქამდე არასდროს ყოლია ასეთი ძლიერი არმია“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button